შეიძინე და გაზარდე კულტურა ჩვენთან ერთად

growing წესები და პირობები

Growing.ge-ს ვებ გვერდის გამოყენების წესები და პირობები

ძვირფასო მომხმარებელო! გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ ყველა ქვემოთ აღნიშნულ პირობებს.

ჩვენი პასუხისმგებლობა

საიტზე განთავსებული ყველა მარცვალი შეესაბამება ამ სფეროში არსებულ უმაღლეს სტანდარტებს და მსოფლიოს საუკეთესო მწაროებლების პროდუქტს.

growing.ge პასუხს აგებს: თუ ჩვენგან მიიღეთ სხვა პროდუქცია, დაზიანებული მარცვალი ან დაზიანებული შეფუთვა, დაუყოვნებლივ აგინაზღაურებთ შეკვეთას. (სხვა შემთხვევაში growing.ge არ არის ვალდებული მოახდინოს ზემო აღნიშნულის შესრულება )

მომხმარებლის შესახებ ინფორმაცია და მისი გამოყენების პირობები

პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია არის ინფორმაცია, რომლის მეშვეობითაც ხდება კონკრეტული მომხმარებლის იდენტიფიკაცია. ჩვენ შეიძლება გთხოვოთ თქვენს შესახებ გარკვეული ინფორმაციის წარმოდგენა (როგორიცაა თქვენი სახელი, გვარი, ელექტრონული ფოსტის მისამართი) როდესაც თქვენ ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით ასრულებთ გადახდას. პროდუქტის საფასურის გადახდისას შეგიძლიათ ისარგებლოთ მხოლოდ (თბს/საქართველოს) აპარატით ან პირადი საბანკო გადარიცხვით. უკანასკნელი არ ინახება ჩვენს ვებგვერდზე, რადგან გადახდა ხდება თქვენი პირადი ბანკის დაცული გვერდიდან. აქედან გამომდინარე, ჩვენ ხელი არ მიგვიწვდება თქვენი ბარათის ინფორმაციაზე.

ინფორმაციის უსაფრთხოება

თქვენი პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია ინახება დაცულ სერვერზე, რომელზეც მხოლოდ შესაბამის პერსონალს მიუწვდება ხელი. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მონაცემთა ნებისმიერი გადაცემა ინტერნეტის ან უკაბელო ქსელის საშუალებით შეუძლებელია იყოს აბსოლუტურად და გარანტირებულად უსაფრთხო. ჩვენ ვატარებთ კომერციულად გონივრულ უსაფრთხოების ზომებს, რათა დავიცვათ მონაცემები და ასევე ვცდილობთ კავშირები დავამყაროთ მხოლოდ ისეთ ორგანიზაციებთან, რომლებიც იგივენაირად უდგებიან ამ საკითხს. თუმცა ჩვენ ვერ გავცემთ რაიმე გარანტიას ვებგვერდისათვის ან ვებგვერდიდან გადაცემული ინფორმაციის უსაფრთხოებაზე და არ ვაგებთ პასუხს ნებისმიერი მესამე მხარის ქმედებებზე, რომელმაც შეიძლება მიიღოს ნებისმიერი მსგავსი ინფორმაცია. ასევე თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ გააკეთოთ ანონიმური შეკვეთა და ეს თქვენი მოქალაქეობრივი უფლებაა!

კომპანია მიიღებს ყველა აუცილებელ ორგანიზაციულ და ტექნიკურ ზომას, რათა თქვენი პერსონალური მონაცემები იყოს დაცული და არ მოხდეს მათი შემთხვევითი, მიზანმიმართული ან/და უკანონო გავრცელება ან მოხმარება არაუფლებამოსილ პირთა მიერ.

სხვა ვებგვერდის ბმულები

ჩვენი ვებგვერდი შეიძლება მოიცავდეს ბმულებს სხვა გვერდებზე გადასასვლელად. თუ თქვენ გამოიყენებთ მსგავს ბმულს, თქვენ გადამისამართდებით შესაბამის გვერდზე. დაიმახსოვრეთ, რომ მათი ფუნქციონირება არ გვეხება ჩვენ, ამიტომ გთხოვთ, გადახედოთ მათი კონფიდენციალურობის პოლიტიკას. ჩვენ ვერ ვახორციელებთ კონტროლს და შესაბამისად პასუხს არ ვაგებთ სხვა ვებგვერდების შემადგენლობასა და უსაფრთხოების პოლიტიკაზე.

არასრულწლოვანთა კონფიდენციალურობა

ჩვენი მომსახურება არ ვრცელდება 21 წლის ასაკს ქვემოთ პირებზე!

აკონტაქტო ინფორმაცია: info@growing.ge

0
    0
    კალათა
    შენი კალათა ცარიელიამაღაზიაში დაბრუნება