MrMist.ge მოსაწევი ხელსაწყოების ონლიან მაღაზია. დააჭირე აქ და შეიძინე შენთვის სასურველი მოწყობილობა!

კონფედენციალურობის პოლიტიკა


ვინ ვართ ჩვენ?

დომენის სახელზე განთავსებული ინტერნეტ-მაღაზია: www.growing.ge

ჩვენი პოლიტიკა

კომპანია www.growing.ge სერიოზულად უდგება თქვენი კონფიდენციალური ინფორმაციის შენახვის საკითხს. თქვენი მონაცემები ინახება უსაფრთხოდ და მუშავდება ზოგადი მონაცემთა დაცვის პოლიტიკის დებულებების შესაბამისად (GDPR) (EU) 2016/679.

არსებული კონფიდენციალურობის პოლიტიკა ვრცელდება www.growing.ge-ს ყველა კლიენტზე, და ასევე მომსახურეობაზე და პროდუქტებზე, რომელსაც ჩვენი კომპანია გთავაზობთ. ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკის პირობების მიღებით მომხმარებელი ეთანხმება მოწოდებული პერსონალური მონაცემების ავტომატურ დამუშავებას აქ მითითებული მიზნებისთვის.

• 1. პირადი მონაცემები. რიგი სერვისების უზრუნველსაყოფად (გამოწერილი პროდუქციის მიწოდება, შეტყობინება ფასების ცვლილებებზე, ფასდაკლების და სხვა) გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია შესაბამისი სერვისის გაფორმებისას: თქვენი სრული სახელი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი.

• 2. კონფიდენციალურობის პოლიტიკის თანახმად, ონლაინ–მაღაზიის ადმინისტრაცია ვალდებულია არ გაამჟღავნოს და უზრუნველყოს იმ პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობის დაცვის რეჟიმი, რომლებსაც მომხმარებელი წარადგენს საიტის ადმინისტრაციის მოთხოვნის საპასუხოდ საიტზე საქონლის შესაძენად შეკვეთის გაფორმების დროს.

• 3. ინფორმაციის დამუშავების მიზნები. პერსონალური მონაცემები იკრიბება და ინახება იმისთვის, რომ: განხორციელდეს თქვენი პირადი ანგარიშის მართვა; მოგაწოდოთ შეკვეთილი სერვისები და განხორციელდეს მათი მართვა; დამუშავდეს გადახდები; მოგაწოდოთ ინფორმაცია სერვისების ცვლილებებზე, განახლებებზე და პროექტის სიახლეებზე.

• 4. მომხმარებლის მიერ მოწოდებული ინფორმაცია. თქვენ ხართ სრული პასუხისმგებელი მოწოდებულ ინფორმაციაზე და პირად საბუთებზე. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას შევწყვიტოთ მომსახურეობის გაწევა, თუ თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს, არის ცრუ, ან შეიცავს მოპარულ პირად ინფორმაციას, მონაცემებს ან საბუთებს.

• 5. მესამე მხარეები. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მოგვაწვდით პირად ინფორმაციას, ის იქნება გამოყენებული მხოლოდ თქვენს და www.growing.ge-ს სერვისებს შორის ურთიერთობების კონტექსტში. ჩვენ არ გადავცემთ, არ მივყიდით, არ მივაქირავებთ თქვენს პირად მონაცემებს მესამე პირებს.

• 6. გამოყენების წესი: ზოგადი მონაცემების დაცვისა და რეგულირების შესახებ კანონის (GDPR) შესაბამისად თქვენ გაქვთ უფლება უარი განაცხადოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე და გამოიყენოთ წვდომის, შესწორების, წაშლის, შეზღუდვის და მონაცემების გადატანის უფლება. მიაქციეთ ყურადღება: თუ თქვენ გადაწყვეტთ თქვენი პირადი მონაცემების წაშლას, ამ მოქმედებებმა შეიძლება ხელი შეგვიშალოს ჩვენი პროდურქტების და სერვისების თქვენთვის მოწოდებაში. ნებისმიერი შეკითხვით, არსებული კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესახებ, მოგვმართეთ მისამართზე info@growing.ge

• 7. უსაფრთხოება. ჩვენ გაძლევთ გარანტიას, რომ ყველა თქვენგან მოწოდებული პირადი მონაცემები, იქნება სანდოთ დაცული. ჩვენ ვასრულებთ ყველა ტექნიკურ მოთხოვნას და ვატარებთ საჭირო უსაფრთხოების შემოწმებებს, პირადი ინფორმაციის ნებისმიერი დანაკარგის, არასწორად გამოყენების, შეცვლის და მესამე პირების მხრიდან არასანქციონირებული წვდომის თავიდან ასაცილებლად.