მაროკოს პარლამენტის ქვედა პალატამ დაუშვა კანაფის გამოყენება სამედიცინო, კოსმეტიკურ და სამრეწველო მიზნებისთვის👏 მთავრობას სურს, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურამ რომელიც აქამდე იყო აკრძალული, მოიტანოს 💰 ფული და შექმნას ახალი სამუშაო ადგილები. ქვეყანაში შეიქმნება ნაციონალური სააგენტო, რომელიც შეისყიდის მცენარეებს ფერმერებისაგან და მიყიდის ფარმაცევტულ კომპანიებს. სამეფო იმედოვნებს სამედიცინო კანაფის გლობალური ბაზრის მდგრად განვითარებას. ექსპერტების შეფასებით , მაროკოს ფერმებს 2028 წლისთვის ყოველწლიური შემოსავალი ექნებათ— 600 000 000 $ მეტი.ოფიციალური მონაცემებით მაროკოში, მარიხუანაზე დაახლოებით 400 000 კაცი (60 000 ოჯახი) შოულობს ფულს💵💵💵