შეიძინე და გაზარდე კულტურა ჩვენთან ერთად

პერფორმანსი ბრიტანეთში💚

პატარა ბიჭმა და მისმა მარტოხელა დედამ გადაწყვიტეს ფეხით გაეარათ 1000 მილი (1600 კილომეტრი) გაერთიანებულ სამეფოში, იმისთვის რომ მიექციათ ყურადღება სამედიცინო მარიხუანის თემაზე და შეეგროვებინათ ფული ქრონიკულად დაავადებული პაციენტებისთვის, კანაფით მკურნალობის დასაფინანსებლად🙏 Charlotte Caldwell და მისი ეპილეფსიით და აუტიზმით დაავადებული შვილი Billy, გამოვიდნენ ჩრდილოეთ ირლანდიიდან და გადავიდნენ ნავით დიდ ბრიტანეთში, ექსპედიცია უნდა დასრულდეს პარლამენტის შენობასთან ვესტმინსტერში 14 ივნისს. მათი თავგადასავლის დაწყებიდან, სულ რაღაც 7 დღეში ოჯახმა უკვე გადააჭარბა თავის თავდაპირველ მიზანს თანხის (5000 ფუნტის) შეგროვებაში, ბილის სახელობის ფონდისთივს. 2018-ში შარლოტა იბრძოდა იმისთვის, რომ კანონიერად მიეცათ ნებართვა კანაფის შემცველი წამლების მისაღებად, მაშინ ბიჭს ქონდა 400მდე შეტევა დღეში. ბილის ისტორიის გახმაურებამ, მიიყვანა სამედიცინო მარიხუანის ლეგალიზაციამდე დიდ ბრიტანეთში, მაგრამ სამწუხაროდ კანაფის თერაპიას ისევ არ ფარავს სახელწიფო სამედიცინო დაზღვევა, ამის ნაცვლად პაციენტებს უწევთ 2000ზე მეტი ფუნტის გადახდა კერძო რეცეპტებში. ეს ხდება იქიდან გამომდინარე, რომ ჯანდაცვის სამსახური არ სცნობს საერთაშორისო გამოკვლევებს სამედიცინო კანაფის უსაფრთხოების შესახებ და თავის გამოკვლევებს არ ატარებენ. შარლოტას აქვს იმედი, რომ მთავრობა მისი ავადმყოფი შვილის შემხედვარე რომელმაც გაიარა 1000 მილი, დაფიქრდებიან და მოინდომებენ თავისი კვლევების ჩატარებას❕❕❕

წყარო: https://www.forbes.com/sites/ajherrington/2021/06/04/courageous-boy-and-mum-walking-across-the-uk-to-support-medical-cannabis-access/?sh=2aedc4455d1a


❗ასევე შეგახსენებთ, რომ საქართველოში არის აუტიზმის მაღალი სიხშირე და ის მოსახლეობის 1%-ს შეადგენს!!! დავფიქრდეთ როგორ დაეხმარებათ მათ კანა თერაპია და როგორ არ მოუწევთ მშობლებს აუტიზმით დაავადებული ბავშვების სახლში გამოკეტვა, რომლებმაც არ იციან ფაზლი – ბავშვთა და მოზარდთა აბილიტაციის ცენტრი ან არააქვთ საშუალება “ტომატისის” (ფრანგული აუდიო პროგრამა აუტიზმის მკურნალობის) რომლის ღირებულება თვეში 800 ლარს შეადგენს და 4-7 თვემდე უნდა ატარო ბავშვი, ელემენტალური საუბარი რომ შეძლოს. ეპილეფსიაზე კი ზედმეტია საუბარი!!!
#გროვინგგინიუს

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

0
    0
    კალათა
    შენი კალათა ცარიელიამაღაზიაში დაბრუნება