შეიძინე და გაზარდე კულტურა ჩვენთან ერთად

ავსტრალიის 🇦🇺 უნივერსიტეტი

ავსტრალიის 🇦🇺 კუინსლენდის ტექნოლოგიურმა უნივერსიტეტმა, მიიღო 700,000$ (MRFF) ფონდისგან, იმისთვის რომ შეაფასოს კანაფის შემცველი ორი მედიკამენტის მოქმედება, დოზირება და უკუჩვენებები, ბოლო სტადიის კიბოთი დაავადებული ბავშვების სიმპტომების მართვისთვის.
3წლიანი გამოკვლევა დაიწყება წელს და ჩატარდება პროფესორი ენტონი ჰერბერტის ხელმძღვანელობით, რომელიც გახლავთ კუინზლენდის ბავშვთა პედიატრიული პალიატიური მზრუნველობის სამსახურის დირექტორი.
ეს იქნება პირველი მსგავსი გამოკვლევა , რომელშიც მიიღებენ მონაწილეობას ნიუ კასლის, მელბურნის და კუინსის ბავშვთა საავადმყოფოების პაციენტები. “ჩვენ ვცდილობთ გამოვიკვლიოთ, აუმჯობესებს თუ არა კანაფის მედიკამენტური მიღება ბავშვებში, რომლებიც იღებენ პალიატიურ დახმარებას კიბოს ბოლო სტადიებში, მათ სიმპტომებს, როგორიცაა ტკივილი, გულის რევა და ღებინება, მადის დაქვეითება, ენერგიის უკმარისობა და მოთენთილობა”


წყარო: https://www.qut.edu.au/news?id=176249

0
    0
    კალათა
    შენი კალათა ცარიელიამაღაზიაში დაბრუნება